სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ უკრაინას „შავი ხვრელი“ უწოდა, რომელიც ევროკავშირის ფულს შთანთქავს და გაერთიანების მომავალს საფრთხეს უქმნის.
ფიცო ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ფინანსური დახმარების გაგრძელებას ეწინააღმდეგება, ის ასევე კიევისთვის გაყინული რუსული აქტივების მოგების კიევისთვის გადაცემის წინააღმდეგია.
„უკრაინა შავი ხვრელია, რომელიც მილიარდობით ევროს ხარჯავს, არღვევს რაციონალურ ეკონომიკურ აზროვნებას და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მდგრად მომავალს“, – აცხადებს სლოვაკეთის პრემიერი.
კომენტარები
