ბერლინში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდი დასრულდა. ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ხვდება. მხარეებს შეხვედრის შედეგების შესახებ კომენტარები ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა AFP ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამერიკულ მხარეს კვლავ სურს, რომ უკრაინამ დათმოს აღმოსავლეთ დონბასზე კონტროლი და სწორედ ეს იქნება წინაპირობა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.
უიტკოფთან და კუშენრთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე გაემგზავრა. დღესვე უკრაინის პრეზიდენტს ასევე დაგეგმილი აქვს გერმანიის კანცლერთან, საღამოს კი ზელენსკი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ნატოს ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.
დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის განცხადებით, ბერლინში ამერიკული და უკრაინული დელეგაციების მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. შეხვედრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მხარეებმა დისკუსია გამართეს 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე.
