რეჟისორ რობ რეინერის ვაჟი პოლიციამ დააკავა – ნიკ რაინერი ლოს-ანჯელესის ციხეში გადაიყვანეს. მისი მშობლები ბრენტვუდის სახლში გარდაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილების ვაჟის დაკავების შესახებ CNN-ი წერს.
თუმცა, ციხის ჩანაწერებში ნიკ რაინერის წინააღმდეგ წაყენებული კონკრეტული ბრალდებები არ არის მითითებული. ჩანაწერების თანახმად, 32 წლის მამაკაცს მძიმე დანაშაულის ბრალდება აქვს წაყენებული და მისი გირაო 4 მილიონი დოლარის ოდენობით არის განსაზღვრული.
ხელისუფლება რეინერების სიკვდილს მკვლელობის მუხლით იძიებს.
ცნობისთვის, ჰოლივუდის ლეგენდარული კინორეჟისორი და მსახიობი, რობ რაინერი და მისი მეუღლე მიშელი, ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გარდაცვლილები იპოვეს. წყვილს დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდათ.
კომენტარები
