ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ გამოცემა nv.ua ს კითხვაზე – ხედავთ თუ არა თქვენს თავს უკრაინაში ხუთი წლის შემდეგ, ასეთი პასუხი გასცა:
„საქართველოს შველა უკრაინის გავლით უნდა მოხდეს. მე ძალიან მიყვარს უკრაინა და რატომაც არა, ჩემს თავს ვხედავ აქ ხუთი წლის შემდეგაც.“
იმავე ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა:
„შემიძლია შემოდგომაზე საქართველოში დავბრუნდე და თითსაც ვერავინ დამაკარებს! მაგრამ სცენარი ძალიან მარტივია, იქვე, თბილისთან ახლოს დგას რუსეთის ჯარი, რომლებიც ქვეყანას ორ ნაწილად ყოფენ. სანამ პუტინი არ გაეთრევა ან არ დასუსტდება, ჩემი საქართველოში დაბრუნება მარტივი არ იქნება“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წყარო: მარშალპრესი
კომენტარები