არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების განცხადებები გაჟღერებულა და წლების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი სიმართლე დაუმტკიცებია, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
დეპუტატი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გამოეხმაურა
„ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ე.წ სანქციები მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის და იძულების მექანიზმებია, რომლის უკან არავითარი საფუძველი და დასაბუთება არ დგას. პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების განცხადებები გაჟღერებულა და წლების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი სიმართლე დაუმტკიცებია“, – აღნიშნა გორდულაძემ.
