უკრაინის თავდაცვის მინისტრის დენის შმიგალის განცხადებით, იმისათვის რათა უკრაინას 2026 წელს თავდაცვის სფეროში სტაბილური დაფინანსება ჰქონდეს, მოკავშირეებმა მას მშპ-ის 0,25% უნდა გადაუხადონ.
როგორც შმიგალმა სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინას მომავალ წელს დასჭირდება აგრეთვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა. ის აგრეთვე მოკავშირეებს მოუწოდებს მხარი დაუჭირონ უკრაინაში დრონებისა და სხვა შეიარაღების წარმოებას.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, 2026 წელს მის ქვეყანას 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის ყიდვა დასჭირდება.
„უკრაინა მშვიდობის აღდგენის ერთგული რჩება. თუმცა ამის მისაღწევად ჩვენ აგრესორზე წნეხი უნდა გავზარდოთ, შევზღუდოთ მისი რესურსები და უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობები გავაფართოოთ“, – დაწერა მან.
კომენტარები
