საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მისი პარტია საფრანგეთის ჯარების უკრაინაში განლაგების წინააღმდეგია.
მისი თქმით, სამხედროების უკრაინაში გაგზავნას ბევრი ფრანგი ეწინააღმდეგება.
„ჩვენ საფრანგეთის სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნის წინააღმდეგი ვართ, ისევე, როგორც უამრავი ფრანგი. მეორე მხრივ, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ დისკუსიებში, ჩვენ შეგვიძლია, განვიხილოთ დემილიტარიზებული ზონა, რომელიც გაერო-ს ეგიდისა და პასუხისმგებლობის ქვეშ იქნება“, – განაცხადა ჯორდან ბარდელამ.
„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის კომენტარი მხოლოდ სახმელეთო ჯარებს ეხებოდა, რადგან ჯორდან ბარდელას არ უხსენებია ფრანგული სამხედრო თვითმფრინავები ან გემები, რომლებიც, გამოცემის ცნობით, შესაძლოა, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განლაგდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დასავლელმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ უკრაინის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას და საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნებას მრავალეროვნული ძალები უზრუნველყოფენ.
