გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინაში დასავლური ჯარების განთავსების გეგმას შორეულ პერსპექტივას უწოდებს.
როგორც მერცმა გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა აიღეს ვალდებულება დაიცვან უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ნატოს ტერიტორიის მსგავსად, შესანიშნავი ახალი პოზიციაა.
„ჩვენ უზრუნველყოფთ დემილიტარიზებულ ზონას მეომარ მხარეებს შორის და უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ასევე ვიმოქმედებთ რუსეთის შესაბამისი შემოჭრისა და თავდასხმების წინააღმდეგ. ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა აიღეს ასეთი ვალდებულება, რომ დაიცვან უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში ნატოს ტერიტორიის მსგავსად, ვფიქრობ, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შესანიშნავი ახალი პოზიციაა“, – განაცხადა მერცმა.
კომენტარები
