რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსული მხარე მიესალმება პროგრესს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან დიალოგის დროს მიიღწევა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„ჩვენ მივესალმებით პროგრესს, რომელიც დღეს ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან დიალოგში შეინიშნება“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე.
პუტინმა აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ევროპის ყველა ქვეყანასთან თანამშრომლობის მომხრეა და ევრაზიულ რეგიონში უსაფრთხოების ერთიანი სისტემის შექმნას ემხრობა, თუმცა ევროპული ქვეყნების უდიდეს ნაწილს, აშშ-გან განსხვავებით, დიალოგი არ სურს.
კომენტარები
