ევროპული ქვეყნების ლიდერები უკრაინის დაფინანსების შესახებ შეთანხმებაზე უნდა შეჯერდნენ ბრიუსელში ამ კვირაში დაგეგმილ გადამწყვეტ სამიტზე, – განაცხადაევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა:
ევროპული საბჭოსთვის სხდომისთვის ორი სხვადასხვა ვარიანტი შევთავაზე. ერთი ეფუძნება აქტივებს, მეორე კი ევროკავშირის მიერ სესხის აღებას. ჩვენ მოგვიწევს გადაწყვეტა, თუ რომელი გზით გვსურს წასვლა, რომელი გზა უნდა ავირჩიოთ. თუმცა, ერთი რამ ძალიან, ძალიან ნათელია. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების შესახებ ევროპული საბჭოს ამ სხდომაზე.
მისი თქმით, „ევროპა თავად უნდა იყოს პასუხისმგებელი საკუთარ უსაფრთხოებაზე“, რადგან „ეს აღარ არის არჩევანის საკითხი. ეს აუცილებლობაა. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“.
„უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე მნიშვნელოვანი აქტი ევროპული თავდაცვისთვის არ არსებობს. მომდევნო დღეები გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება ამის უზრუნველსაყოფად“, – დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
