ევროპარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ფიდიას პანაიოტუ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასს ევროკავშირში ყველაზე საშინელ პოლიტიკოსს უწოდებს.
კვიპროსელი ევროდეპუტატი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მისი ბოლოდროინდელი განცხადების გამო აკრიტიკებს.
კალასმა ერთ-ერთი სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის თავისი დიპლომატიური შეხვედრების ფარგლებში ცდილობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა დაარწმუნოს, რომ რუსეთთან ურთიერთობა არ ჰქონდეთ.
დამოუკიდებელი ევროპარლამენტარი განმარტავს, რომ ევროკავშირის ტოპ დიპლომატს მხოლოდ მეგობრულ სახელმწიფოებთან კი არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი, არამედ მტრებთანაც და სწორედ დიპლომატიურ გამოსავალს უნდა ეძებდეს უკრაინაში იმ ომის დასასრულებლად, რომელსაც, პანაიოტუს თქმით, სწორედ ევროკავშირის ლიდერები აფინანსებენ.
