უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის შესახებ კითხვაზე პასუხი ევროკავშირის სამიტზე უნდა მიიღოს, რომელიც ამჟამად ბრიუსელში მიმდინარეობს.
„ჩვენ და ჩვენი პარტნიორები ერთიანი ვართ იმ საკითხში, რომ არ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ, უკრაინა ამ დღეებში მომავალი წლის ფინანსურ შესაძლებლობებთან დაკავშირებული პასუხის გარეშე დარჩეს, რადგან ეს ნამდვილად საფრთხეს წარმოადგენს. დეფიციტი ზუსტად 45-50 მილიარდი დოლარი იქნება, შესაძლოა მეტიც. ეს, პრინციპში, უკრაინის თავდაცვისუნარიანობას ეხება. ეს ძალიან მაღალი რისკებია“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
კომენტარები
