ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში განათავსეს საშუალო რადიუსის რუსული სარაკეტო კომპლექსი „ორეშნიკი“. ამის შესახებ ლუკაშენკომ პარლამენტისადმი მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან, ასევე უზრუნველყოფს სტრატეგიულ თავდაცვას. ამიტომ, ბელარუსი და რუსეთი ახორციელებენ სტრატეგიული შეკავების ზომების ერთობლიობას. ეს მოიცავს რეგიონული ძალების ჯგუფის რუსული კომპონენტის განლაგებას ჩვენს ტერიტორიაზე – კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, დასავლეთ რუსეთში განლაგებული რამდენიმე ათეული ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შემდგარი შეიარაღებული ძალები დაუყოვნებლივ ჩაერთვებიან სამხედრო ბრძოლაში, როგორც მეორე ეშელონი. ბელარუსი პირველი წავა, ჩვენ უნდა მოვახდინოთ რეაგირება და ამის შემდეგ რუსეთის ფედერაცია მხარდაჭერას აღმოგვიჩენს. ეს არის ის, რაც წარმოადგენს რეგიონულ ძალების ჯგუფს – და ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელიც ბელარუსში დავაბრუნეთ. გარდა ამისა, პირველი პოზიციები აღიჭურვა „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემით. ის ჩვენთან გუშინდელი დღიდან არის და საბრძოლო მორიგეობას იწყებს“, – თქვა ლუკაშენკომ.
