უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გვიან ღამით პოლონეთში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვარშავაში ზელენსკი მოლაპარაკებებს მის პოლონელ კოლეგასთან კაროლ ნავროცკისთან გამართავს. ზელენსკი და ნავროცკი ერთმანეთს ჯერ პირისპირ, ხოლო შემდეგ გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.
მოლაპარაკებების მთავარი თემები იქნება უსაფრთხოება და ეკონომიკა. უკრაინული მედიის თანახმად, შესაძლოა, ორი ქვეყნის ლიდერმა პოლონური მხარის მიერ კიევისთვის Mig-29 ტიპის გამანადგურებლების გადაცემის საკითხიც განიხილოს.
კომენტარები
