აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის აეროპორტში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
თვითმფრინავი სტეიტსვილის რეგიონულ აეროპორტში დაშვებისას, ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:20 საათზე ჩამოვარდა.
თვითმფრინავი კერძო კომპანიას ეკუთვნის, რომელიც გრეგ ბიფლთან, NASCAR-ის პენსიაზე გასულ მრბოლელთან არის დაკავშირებული.
ჩრდილოეთ კაროლინის კონგრესმენმა, რიჩ ჰადსონმა დაადასტურა, რომ ბიფლი დაღუპულთა შორისაა. ამასთან, როგორც ბიფლის მეგობარი აცხადებს, თვითმფრინავში ბიფლის ცოლი და ორი შვილიც იმყოფებოდნენ.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
კომენტარები
