ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვის დეპარტამენტმა რადიკალურ ტრანსგედერულ იდეოლოგიასთან ბრძოლის ფარგლებში, არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის პროცედურები აკრძალა.
ჯანდაცვის მდივანმა რობერტ კენედი უმცროსმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის თანახმად, არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის პროცედურები ბავშვებისთვის არც უსაფრთხოა და არც ეფექტიანი.
ახალი რეგულაციებით, სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სერვისებს ეკრძალებათ ბავშვთა სქესის შეცვლის პროცედურების დაფინანსება, ხოლო სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საავადმყოფოებს აეკრძალათ ნებისმიერი მსგავსი პროცედურის ჩატარება.
„ამერიკის სამედიცინო ასოციაცია და ამერიკის პედიატრთა აკადემია ავრცელებენ ტყუილს, რომ გენდერული დისფორიის მქონე ბავშვებისთვის სქესის შეცვლის ქიმიური და ქირურგიული პროცედურები სასარგებლო იყო. ამგვარად მათ 13-დან 17 წლამდე ასაკის 300 ათას ამერიკელ მოზარდს უღალატეს. ტრამპის ადმინისტრაცია უმოქმედოდ არ გაჩერდება. როცა იდეოლოგიით, დეზინფორმაციითა და პროპაგანდით დაუცველ ახალგაზრდებს ისეთ გადაწყვეტილებებს აიძულებენ, რომლის შეცვლაც არ შეუძლიათ“, – თქვა კენედიმ.

