რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უდიდეს ძალისხმევას მიმართავს უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„პრეზიდენტი ტრამპი სერიოზულ ძალისხმევას მიმართავს აღნიშნული კონფლიქტის დასასრულებლად. როგორც არაერთხელ მითქვამს, ჩემი აზრით, ის ამას გულწრფელად აკეთებს“, – განაცხადა პუტინმა მიმდინარე წლის შემაჯამებელ ეთერში.
პუტინის თქმით, ახლა სამშვიდობო პროცესში ბურთი უკრაინისა და მისი ევროპელი პარტნიორების მხარესაა.
კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ომის დასასრულებლად მან საკუთარი პრინციპული წინადადებები წამოაყენა ანკორიჯში მიმდინარე წლის აგვისტოში ტრამპთან შეხვედრისას.
კომენტარები

