აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ხედვა არის ისეთი, რომ დღეს ამერიკის ინტერესებშია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და ეს შესაძლოა, მოხდეს ნებისმიერი რამის ხარჯზე. როგორც ჩანს, რა შთაბეჭდილებაც რჩება, მათ შორის უკრაინის გაწევის ხარჯზე, მათ შორის, შესაძლოა, მოჰყვეს კავკასიის სხვა ქვეყნები და მათ შორის შესაძლოა, ვიყოთ ჩვენც, – განაცხადა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, ცოტნე მარღიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
ნატოს გაფართოების საკითხზე საუბრისა ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ „ნატოს ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეიცვლება ამერიკული პოლიტიკის მიზნები და ხედვები ევროპასთან, კავკასიასთან და ჩინეთთან მიმართებაში“.
„დღეს რაც იკვეთება და რაც ჩანს, მაინც და მაინც პოზიტიურად არ არიან განწყობილი კავკასიასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ ისინი თავს იკავებენ ჩვენთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზეც კი. აქედან გამომდინარე, ძნელად პროგნოზირებადია, მაგრამ იდეაში ერთი რამ ფაქტია, რომ ის მოცემულობა და რეალობა, სადაც ჩვენი გადარჩენის გზაა – წინასწარ განსაზღვრული დოგმებით აზროვნების დრო დამთავრდა და რასაც ხელისუფლება აკეთებს დღეს და რასაც მე მივესალმები, რომ ეს არის სწორი, პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა და ამოსვლა საკუთარი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და არა რომელიმე გაერთიანებების ან კავშირებით ინტერესებიდან“, – აღნიშნა მარღიამ.

