სამშენებლო კომპანია ,,სვეტის” ხელმძღვანელის გატაცების საქმეზე ბრალდებულების ერთ-ერთი ადვოკატი ფრიდონ ყუფარაძე ბრალდებას სიცრუეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია გაუგებარია, რადგან საქმეზე ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი არ იკვეთება.
„ჩვენი შუამდგომლობაა, რომ მოვითხოვთ ბრალდებულთა გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ. ვნახოთ, მოსამართლე რას იზამს. მართალი გითხრათ, ამის იმედი არ მაქვს, რადგან საქმე სიცრუეზეა დამყარებული, სასამართლო კი, ამ ეტაპზე არ შედის არსებით განხილვაში. პროკურატურამ თავად ვითომ დაზარალებულს უნდა მიაქცის ყურადღება, რომ არსად გაიქცეს. გამოძალვას არ გვედავებიან. მაშინ რა მიზანი ჰქონდა ბრალდებულებს ამ შემთხვევაში?! ბრალის წაყენების დადგენილებაში მითითებულია, რომ მათი ბრალეულობა ვიდეოჩანაწერებით არის დადასტურებული. არაფერია ისეთი ჩანაწერი, სადაც მათი ბრალი იკვეთება. ვიდეოებში ჩანს მხოლოდ მანქანების გადაადგილება, სადაც ზის ე.წ დაზარალებული თავის ოთახში და სვამს ყავას” – განაცხადა ადვოკატმა.