უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, რომ რუსულ „ორეშნიკის“ რაკეტებს უკრაინა დრონებით ვერ ჩამოაგდებს.
აღნიშნული განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტთან კაროლ ნავროცკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მანამდე ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის განთავსების შესახებ განაცხადა.
„ორეშნიკი“ განთავსდება ბელარუსში. ჩვენ ვაფრთხილებდით პარტნიორებს, რომ რუსეთი თავის არსენალს ბელარუსში განათავსებდა. „ორეშნიკის“ ჩამოგდება დრონებით შეუძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ უკრაინაში საშუალო რადიუსის ახალი სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ წარმატებით გამოიყენა.
კომენტარები

