რუსეთი მზადაა, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე დაფიქრდეს, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
კრემლის ლიდერის თქმით, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში რუსეთი უკრაინის სიღრმეში დარტყმებისგან თავს შეიკავებს, თუმცა, თუ კიევი არჩევნების გამოყენებას რუსული ძალების წინსვლის შესაჩერებლად დააპირებს, არასწორ არჩევანს გააკეთებს.
„მზად ვართ, ვიფიქროთ უკრაინაში არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისგან თავის შეკავებაზე მაინც, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინის ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს ლეგიტიმური უნდა გახდეს. არჩევნების ჩატარების გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნება. მაგრამ, თუ კიევს ამ შესაძლებლობის გამოყენება რუსული არმიის წინსვლის შესაჩერებლად სურს, ეს მათი მცდარი არჩევანია“, – განაცხადა პუტინმა.

