დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა განაცხადა, რომ ბრიტანეთში ადამიანები შეიძლება დააპატიმრონ და ციხეში გამოკეტონ იმის გამო, რასაც ისინი ინტერნეტში დაწერენ.
„თქვენ შეგიძლია დაგაპატიმრონ და ციხეში ჩაგსვან იმის გამო, რასაც ინტერნეტში წერთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეს ყველაფერი არასწორი მიმართულებით ვითარდება. და ეს ყველაფერი თანდათან, წლების განმავლობაში ხდებოდა. რაც ყველაზე საინტერესოა, კანონმდებლობის ნაწილი, რომლის საფუძველზეც ადამიანებს დევნიან, ჯერ კიდევ 1980-იან წლებში იყო მიღებული. მაგრამ ახლა ჩვენი ინსტიტუტები „ვოუქ“ იდეოლოგიით არიან შეპყრობილნი. ისინი ადამიანებს დევნიან ისეთი რაღაცების გამო, რასაც აღნიშნული კანონების შემქმნელები ვერც წარმოიდგენდნენ“, – განაცხადა ტრასმა თავის პოდკასტში.
კომენტარები

