ისრაელი ირანზე ახალი დარტყმების სცენარებს ამზადებს. NBC News-ის ინფორმაციით, ისრაელი შეშფოთებულია იმის გამო, რომ ირანი, ურანის გამდიდრების ობიექტების აღდგენას იწყებს. განსაკუთრებულ საფრთხედ განიხილება ირანის სარაკეტო პოტენციალის სწრაფი ზრდა და საჰაერო თავდაცვის სისტემების აღდგენა.
დასავლური სადაზვერვო წყაროების შეფასებით, თეირანს თვეში 3 ათასამდე რაკეტის წარმოება შეუძლია, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის როგორც ისრაელს, ისე რეგიონს. წყაროების ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ დეკემბრის ბოლოს ფლორიდაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, სადაც ირანის წინააღმდეგ სამხედრო სცენარები განიხილება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი შეეცდება დაარწმუნოს ტრამპი, რომ ირანის შეკავებისთვის დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო.
კომენტარები

