22 დეკემბერს ქუთაისში უნალექო ამინდია, დღისით +13, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი ამინდია ოზურგეთშიც, დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც მზეა, დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ტემპერატურა +13, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმაა მოსალოდნელი სოხუმში. +13 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც იწვიმებს, დღისით +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ჭიათურაში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება.
ბორჯომში +8 იქნება დღისით, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო და მზიანი დღე იქნება გორში დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +6, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

