ველოდებით ერთი ან ორი პროცენტის ფარგლებში გაიზრდება მთლიანი შიდა პროდუქტი, ამასთან ერთად რა თქმა უნდა ამას ექნება დიდი ზეგავლენა უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, – განაცხადა „იგლ ჰილსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თორნიკე ზირაქიშვილმა.
მისივე თქმით, შესაძლებელია რამდენიმეჯერ გაიზარდოს ის ეფექტი, რასაც ყოველწლიურად ვხედავთ.
„ჩვენ უნდა ვისაუბროთ რაოდენ მნიშვნელოვანია ისეთი სახელის შემოსვლა ქვეყანაში, როგორიც არის „იგლ ჰილსი“ და ის ადამიანი, რომელიც დგას ამის უკან, მოჰამედ ალაბარი, რომელიც არის მსოფლიოში ცნობილი პიროვნება ამ მიმართულებით. ჩვენ ვხედავთ, რომ სხვა კომპანიები ინტერესდებიან საქართველოთი სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანმა უკვე გადადგა ეს ნაბიჯი“, – აღნიშნა თორნიკე ზირაქიშვილმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა იაგოდა ლაზარევიჩმა Eagle Hills – Belgrad Waterfront-ში უმასპინძლა.

