ლიბიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თურქეთის დედაქალაქ ანკარასთან მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად ლიბიის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი და კიდევ ოთხი ლიბიელი მაღალჩინოსანი დაიღუპა.
პრემიერ-მინისტრმა, აბდულ ჰამიდ დბეიბამ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამშაბათს მომხდარი კატასტროფა იყო „ტრაგიკული შემთხვევა“, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც მაღალჩინოსნები ანკარიდან ბრუნდებოდნენ.
„ეს უდიდესი ტრაგედია დიდი დანაკლისია ერისთვის, სამხედრო უწყებისა და მთელი ხალხისთვის, რადგან ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, რომლებიც თავიანთ ქვეყანას გულწრფელობითა და თავდადებით ემსახურებოდნენ და იყვნენ დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და ეროვნული ერთგულების მაგალითნი“, – ნათქვამია მის განცხადებაში.
თურქეთის ჟანდარმერიამ აღმოაჩინა იმ თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელსაც ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი გადაჰყავდა და რომელიც თურქეთის დედაქალაქიდან აფრენიდან მალევე გაუჩინარდა.

