გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის დაძაბულობა იზრდება. ინფორმაციას Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, განცხადება იმის შესახებ, რომ პუტინთან დიალოგის აღდგენა სასარგებლო იქნება, საფრანგეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერთან შეუთანხმებლად გააკეთა, რასაც ბერლინში უკმაყოფილება მოჰყვა.
მანამდე, The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების საკითხზე დისკუსიის დროს გერმანიის კანცლერს მთავარმა მოკავშირემ, საფრანგეთის პრეზიდენტმა უღალატა.
კომენტარები

