გამოცემა The New York Times-ის ინფორმაციით, ლონდონის მაღაზიებში რუსული წარმოების ტკბილეული, მათ შორის „სნიკერსი“ თავისუფლად იყიდება.
გამოცემის ცნობით, „სნიკერსის“ ეტიკეტზე რუსული წარწერები და ტელეფონის ნომერია, და მათი შეძენა შესაძლებელია ყველა მაღაზიაში.
მიუხედავად იმისა, რომ დიდ ბრიტანეთს რუსული წარმოების ტკბილეულზე ემბარგო არ დაუწესებია, 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბრიტანულმა სუპერმარკეტებმა უარი თქვეს რუსული პროდუქციის, მათ შორის არყის რეალიზაციაზე. კომპანია „მარსმა“, რომელიც „სნიკერსის“ შოკოლადს აწარმოებს, განაცხადა, რომ რუსეთიდან იმპორტს და ექსპორტს შეწყვეტს, თუმცა რუსეთის ფედერაციაში წარმოებას არ შეაჩერებს.
კომენტარები

