25 დეკემბერს ქუთაისში წვიმებს, დღისით +12 და ღამით +5 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +11, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვას ვარაუდობენ, დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +7 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც წვიმას ელოდებიან დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს, +6 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +7 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვს გუდაურში, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსი იქნება. თოვლია ომალოშიც დღისით -1, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიc იწვიმებს. დღისით +8 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ნალექს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

