ანი ნადარეიშვილი ადასტურებს, რომ მისმა მეუღლემ, ბაჩო ახალაიამ სამი კვირის წინ ქვეყნის დატოვება სცადა.
როგორც მან აღნიშნა, 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ბაჩო ახალაიას მცდელობა დაეტოვებინა ქვეყანა გაქცევის მცდელობა არ იყო და ის სამუშაოდ მიდიოდა.
ანი ნადარეიშვილის განცხადებით, 4 ოქტომბრის საქმე სრულად არის აბსურდი.
„მთელი ბრიფინგი იყო სრული ბოდვა. თავიდან ბოლომდე 4 ოქტომბრის საქმე არის აბსურდი იმიტომ, რომ არანაირი ძალადობა ჩვენ იქ არ გვინახავს. ბაჩო და ზვიად გაგუა აპირებდნენ წასვლას ისევ პოლონეთში, უკან, სადაც ვიყავით, სადაც ვმუშაობდით. არ გაუშვეს საზღვარზე დაახლოებით სამი კვირის წინ“, – განაცხადა ანი ნადარეიშვილმა.
ის ე.წ. მოდულის შენობასთან იმყოფებოდა. სურდა, რომ ბაჩო ახალიასთან ადვოკატის სტატუსით შესულიყო, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს.
შეგახსენებთ, რომ ანი ნადარეიშვილი გუშინ, ბაჩო ახალიასთან ერთად დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სუს-მა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

