დღეს, გორში, სავარაუდოდ ქალის ფორმაში გადაცმულმა პირებმა, ვიცემერის, გოგა რაზმაძის ბინაში შეაღწიეს. ინფორმაციას Qartli ავრცელებს.
ოჯახში ძიძა, 9 თვის ბავშვებთან ერთად იმყოფებოდა.
მეზობლების თქმით, ნიღბიანმა პირებმა მას თავში ჩაარტყეს და ფული მოსთხოვეს.
“ბავშვების დედა საბავშვო ბაღში იყო წასული უფროსი შვილების მოსაყვანად. სახლში ძიძა იყო მარტო 9-თვის ტყუპებთან ერთად. დედა ბინაში სადღაც 15 წუთის შემდეგ დაბრუნებულა. სწორედ, იმ 15 წუთში მომხდარა ეს ყაჩაღობა. გოგას ოთხი შვილი ჰყავს” – აცხადებენ მეზობლები.
ამ წუთებში ოჯახში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევა ქალაქის ცენტრში, სტალინის გამზირზე მოხდა.
კომენტარები