პირველი რესპუბლიკის მოედანზე, „საახალწლო სოფელში“, საზეიმო ღონისძიებები გრძელდება.
ღონისძიებების ფარგლებში დღეს 13:00 საათზე „ქენდი სტუდიისა” და 20:00 საათზე „ნანო ბენდის” კონცერტები გაიმართება.
სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად პატარებს მასპინძლობს ყინულის მოედანი, საშობაო ბაზარი, სანტას სახლი და ღია კინოთეატრი.
საახალწლო სოფელი, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული.
კომენტარები

