თემურ ჭყონიამ რომ სამოცდაათჯერ გადაუხადა მადლობა ირაკლი კობახიძეს, ამის გამო მას ოპოზიციური მედია და ბაბლი არ დააქანსელებს, იმიტომ, რომ მათ მედიებს და პოდკასტებს აფინანსებს, – წერს პოლიტიკის ექსპერტი, ზაზა დობორჯგინიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ოპოზიციონერები “ჭყონიას გაქოცებაზე თვალში ნაცარს შეიყრიან”, მაგრამ თუ ვინმე სხვამ განსხვავებული აზრი დააფიქსირა, აქტივისტები “შაკლებივით დაესევიან”.
დობორჯგინიძე აღნიშნავს, რომ ე.წ. პრო-ევროპულმა აქციებმა სცადა მსხვილი ბიზნესის რევოლუციურ სუბიექტად ქცევა, რაც პროტესტის ინტელექტუალური უმწიფრობის და გაუნათლებლობის სახეა.
“თემურ ჭყონიამ რომ სამოცდაათჯერ გადაუხადა მადლობა ირაკლი კობახიძეს, ამის გამო მას ოპოზიციური მედია და ბაბლი არ დააქანსელებს, იმიტომ რომ მათ მედიებს და პოდკასტებს აფინანსებს. აი შენ, თუ გაბედავ და საშობაო სოფელში აჯიკას გაყიდი, ესეიგი რუსი ხარ, თუ ქოცს გამარჯობას ეტყვი ქუჩაში ან დაბადების დღეს მიულოცავ, ან ნებისმიერ განსხვავებულ აზრს დააფიქსირებ, დაგესევიან შაკლებივით. მაგრამ ქოცური ბიზნეს ელიტების მფლობელობაში მყოფ სუპერმარკეტებს დაიცავენ “რეპრესიებისგან” და ჭყონიას გაქოცებაზე თვალში ნაცარს შეიყრიან.
მეცხრამეტე საუკუნის მარქსიზმში, რევოლუციის აგენტი იყო განვითარებული ინდუსტრიული კაპიტალიზმის პროლერატიარი, პრაქტიკაში, მეოცე საუკუნეში, რევოლუცია იქ მოხდა, სადაც კაპიტალიზმი სუსტი და თითქმის არარსებული იყო და არა ქალაქის მუშა არამედ გლეხი გახდა რევოლუციის აქტორი. აი ე.წ. პრო-ევროპული აქციებმა კი სცადა მსოფლიოს ისტორიაში უნიკალური მოვლენა, მსხვილი ბიზნესის რევოლუციურ სუბიექტად ქცევა, ” ბანკებო დაგვიდექით გვერდში”, “თემური ბიძიამ ბიგმაკზე ფასდაკლება გაგვიკეთა” “2500 ბიზნესი ჩვენ მხარესაა, ასე წერია ფრიბიზნეს.ჯი”-ზე, “ყველა მსხვილი ბიზნესი გაფიცულია ჩვენ მხარდასაჭერად.” “ფინანსური ჰიგიენა დავიცვათ და ქოცურ კომპანიებში არ ვიყიდოთ” ესაა მთელი ამ პროტესტის ინტელექტუალური უმწიფრობის და გაუნათლებლობის სახე.
სადაა ეგ თქვენი მსხვილი ბიზნესი დღეს, იმ 5 მილიონიან ფონდზე რა ისმის, ბანკებმა რომ გამოგიყოთ? იმ 2500 ბიზნესიდან ვინც მხარი დაგიჭირათ, რაში დაგიჭირეს კონკრეტულად მხარი? რეალობა ისაა, რომ კომპანიებმა CSR-ით გააკეთეს ამ აქციებზე ფული და მერე ტრაკში შეუძვრნენ მთავრობას და გადაგაგდეს და მეტის ღირსები ხართ.” – წერს დობორჯგინიძე.



