უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს მასპინძლობისთვის და განაცხადა, რომ იმედი აქვს, მოლაპარაკებები „რაც შეიძლება სწრაფად მოიტანს მშვიდობას“.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა გუნდებმა ისაუბრონ სტრატეგიაზე, როგორ ვიმოქმედოთ ეტაპობრივად და მივაღწიოთ მშვიდობას“, – განაცხადა ზელენსკიმ შეხვედრის დაწყებამდე.
მისივე თქმით, გუნდებმა გეგმის დაახლოებით 90% განიხილეს. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ სურდა ფლორიდაში ტრამპთან შესახვედრად ჩასვლა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მათმა გუნდებმა 20-პუნქტიან გეგმაზე იმუშავეს და დღევანდელი შეხვედრა გეგმის წინსვლის სტრატეგიების განხილვას ეძღვნება.
კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა, რომ ტერიტორიული დათმობები იქნება, – ზელენსკიმ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი დღეს განიხილება.
კომენტარები

