მექსიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ოახაკას რეგიონში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა.
მატარებელს, რომელიც მექსიკის ყურესა და წყნარ ოკეანეს შორის მოძრაობდა, 241 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრს გადაჰყავდა. ინციდენტის შედეგად 98 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 36 საავადმყოფოში გადის მკურნალობას.
ოფიციალური პირების განცხადებით, მატარებელი რელსებიდან მაშინ გადავიდა, როდესაც ქალაქ ნიზანდასთან მოსახვევში შედიოდა.
მექსიკის გენერალურმა პროკურატურამ დაადასტურა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.
კომენტარები

