სამარცხვინო ხალხია რადიკალური მედიის წარმომადგენლები. ვსაუბრობდი იმაზე, რომ როდესაც სარეჟიმო ობიექტს ესხმი თავს, ლეგიტიმურად შეიძლება უკიდურესი ზომების გამოყენება, მაგრამ ჩვენ ეს სტანდარტი არ გვაქვს და პოლიცია უფრო ზარალდება ვიდრე სხვა. ეს ყველაფერი გამოტოვეს, – ასე ეხმიანება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, სადაც მისი სიტყვები კონტექსტიდან ამოვარდნილად გაავრცელეს.
შარმანაშვილი „მთავარს“ BBC-ის სტანდარტის მედიას უწოდებს და აცხადებს, რომ მათთან არანაირი კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.
„სამარცხვინო ხალხია რადიკალური მედიის წარმომადგენლები. ვსაუბრობდი იმაზე, რომ როდესაც სარეჟიმო ობიექტს ესხმი თავს, ლეგიტიმურად შეიძლება უკიდურესი ზომების გამოყენება, მაგრამ ჩვენ ეს სტანდარტი არ გვაქვს და პოლიცია უფრო ზარალდება ვიდრე სხვა. ეს ყველაფერი გამოტოვეს. იმაზეც ვსაუბრობდი, რომ ჩვენი სტანდარტი უფრო მაღალია და ანალოგიურ სიტუაციებში დასავლური პოლიცია დაუნდობლად მოქმედებს. ესეც გამოტოვეს. თუმცა რა მიკვირს ბიბისის სტანდარტის მედიისგან ? ის იშვიათი გამონაკლისი ვიყავი მათთან პირდაპირ ურთიერთობას რომ არ ვერიდებოდი. ახლა არანაირ კომენტარებს აღარ მივცემ ამ ფეიკმედიის ხალხს.“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.
თენგიზ შარმანაშვილი „მთავარზე“: სამარცხვინო ხალხია რადიკალური მედიის წარმომადგენლები
29.12.2025 19:05:03
კომენტარები
ნანახია: 12 ჯერ

