ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება იმაში, რომ უკრაინამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმა განახორციელა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გაუგებარია საერთოდ, მოხდა ეს, თუ არა“, – განაცხადა უიტაკერმა პუტინის რეზიდენციაზე სავარაუდო თავდასხმის კომენტირებისას.
მისი თქმით, უადგილოა, როცა მხარეები ასე ახლოს არიან სამშვიდობო შეთანხმებასთან, და ერთ-ერთი სახელმწიფო მეორის წინააღმდეგ ასეთ რაღაცას სჩადის.
„ჩვენ ყველა სადაზვერვო მონაცემებს შევისწავლით. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რას იტყვიან შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების სადაზვერვო სამსახურები – იყო ეს თავდასხმა სინამდვილეში, თუ არა“, – დასძინა უიტაკერმა.
კომენტარები

