უკრაინის ხელისუფლებამ ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში ფრონტის მახლობელი 44 დასახლებიდან სამი ათასი ბავშვისა და მათი მშობლების იძულებითი ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.
რეკონსტრუქციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა, ალექსეი კულებამ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების კუთხით გართულებული მდგომარეობის გამო მიიღეს.
30 დეკემბერს მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაცია ასევე გამოცხადდა ჩერნიგოვის ოლქის 14 სასაზღვრო სოფელში. კულებას ცნობით, პირველი ივნისიდან მოყოლებული ფრონტის ხაზიდან უსაფრთხო ადგილებში 150 000 ადამიანი უკვე ევაკუირებულია. მათ შორის თითქმის 18 000 ბავშვი და 5 000-ზე მეტი შეზღუდული მობილურობის მქონე ადამიანია.
კომენტარები

