ვენესუელის თავდაცვის მინისტრის ვლადიმირ პადრინოს განცხადებით, ქვეყანა უცხო ქვეყნის საჯარისო შენაერთებს წინააღმდეგობას გაუწევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მისი განცხადებით, აშშ-ის მიერ ვენესუელაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ზიანი მიადგა რამდენიმე სამოქალაქო დასახლებას. ვენესუელა დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას აგროვებს.
ცნობისთვის, დილით ადრე კარაკასში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მეუღლესთან ერთად დაკავებული და ქვეყნიდან გაყვანილია.
კომენტარები

