უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დენის შმიგალი პირველ ვიცე-პრემიერად და ენერგეტიკის მინისტრად დანიშნა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მან შმიგალთან და უკრაინის პრემიერ-მინისტრთან იულია სვირიდენკოსთან თათბირი ჩაატარა.
„გავმართეთ კონსულტაციები პრემიერ-მინისტრ იულია სვირიდენკოსთან და იმედი გვაქვს, რომ დეპუტატები მხარს დაუჭერენ პირველ ვიცე-პრემიერ-მინისტრს და ენერგეტიკის მინისტრს დენის შმიგალს“, – დაწერა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მან შმიგალს თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ სახელისუფლებო რგოლში საკადრო ცვლილებები განახორციელა. კერძოდ, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელად დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი დანიშნა. ბუდანოვის ადგილი დაზვერვაში მისმა მოადგილემ ოლეგ ივაშჩენკომ დაიკავა. თავდაცვის მინისტრად ზელენსკიმ მიხეილ ფიოდოროვი დანიშნა.

