შტატების მიერ დაკავებული ნიკოლას მადურო, მეუღლესთან ერთად ამერიკული ვერდიქტის მოლოდინშია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო აცხადებს, რომ, თავისი არსით, ეს იყო ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი ორი ბრალდებული პირის დაკავება.
“ეს იყო კონკრეტულ გარემოებებზე დამოკიდებული მისია, რომლის დროსაც პირობები ღამეების მიყოლებით უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამას რამდენიმე დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით და ვამონიტორინგებდით. საბოლოო ჯამში, თავისი არსით, ეს იყო ამერიკული მართლმსაჯულების მიერ ძებნილი ორი ბრალდებული პირის დაკავება. ომის დეპარტამენტმა ამ საქმეში იუსტიციის დეპარტამენტს დაუჭირა მხარი,” – განაცხადა მარკო რუბიომ.
ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტი, იარაღის შენახვა და ფლობის შეთქმულება – ბრალის კვალიფიკაცია ცნობილია. მადუროები ბრუკლინის მეტროპოლიტენის წინასწარი დაკავების ცენტრში არიან მოთავსებული, ვენესუელის მმართველობაზე კი პასუხისმგებლობას შეერთებული შტატები იღებს. მიუხედავად ამისა, კარაკასი ვაშინგტონისგან პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნებას ითხოვს, ტრამპის პასუხი კი, მხოლოდ უარია.

