ირანი ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას გმობს და ვაშინგტონის ქმედებას სახელმწიფო ტერორიზმს უწოდებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ტელეფონით ესაუბრავენესუელელ კოლეგას, ივან გილ პინტოს.
აბას არაღჩიმ აშშ-ის ქმედებას ვენესუელის სუვერენიტეტისა და მისი ხალხის ეროვნული ნების აშკარა დარღვევა უწოდა. არაღჩის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ირანის ისლამური რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერას ვენესუელის მოსახლეობისა და მისი არჩეული მთავრობის მიმართ.
თავის მხრივ, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ირანის პრინციპული პოზიციისა და ვენესუელასადმი სოლიდარობის გამოცხადების გამო. ივან გილ პინტომ აღნიშნა, რომ ვენესუელის ხალხს და მთავრობას მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან თავიანთი ეროვნული სუვერენიტეტი და თვითგამორკვევის უფლება შეერთებული შტატების უკანონო და დაშინების პოლიტიკის წინაშე.

