დღეს მქონდა პატივი, პირადად მიმელოცა 93 წლის იუბილე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვენს ერს მისი ლოცვა, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე აძლიერებს. ვუსურვე მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და მხნეობა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის სამსახურში და გამოვხატე ჩემი მადლიერება და პატივისცემა მისი ფასდაუდებელი ღვაწლისათვის საქართველოს წინაშე”, – წერს ყაველაშვილი.
კომენტარები

