აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელის ოპოზიციონერ ლიდერს, მარია კორინა მაჩადოს არ გააჩნია ქვეყნის „პატივისცემა“ მის სამართავად.
დონალდ ტრამპის თქმით, მას მაჩადოსთან არ ჰქონია კომუნიკაცია, თუმცა აღნიშნა, რომ არ სჯერა მისი შესაძლებლობის ვენესუელის ლიდერობასთან დაკავშირებით.
„მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული იქნება მისთვის იყოს ლიდერი. მას არ აქვს მხარდაჭერა ქვეყნის შიგნით, არც პატივისცემა. ძალიან კარგი ქალია, მაგრამ არ აქვს პატივისცემა“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ „მართავს ქვეყანას“, ვიდრე ახალი ხელისუფლება არ ჩამოყალიბდება.
„ჩვენ ვმართავთ ქვეყანას იქამდე, ვიდრე უსაფრთხო, სწორ და გონივრულ გადასვლას ვერ განვახორციელებთ. ჩვენ გვინდა მშვიდობა, თავისუფლება და სამართლიანობა ვენესუელის დიდი ხალხისთვის“, – აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

