მემარცხენე რადიკალური დაჯგუფების მიერ მოწყობილი დივერსიის გამო, ბერლინში ათობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
როგორც გერმანული მედია წერს, ბერლინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი ელექტროკაბელების კვანძზე ხანძარი გახდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება Vulkan-ის წევრებმა აიღეს.
მემარცხენე რადიკალების განცხადებით, მათი ამოცანა იყო, თავდასხმა მოეწყოთ „ზოგადად წიაღისეული ენერგიის“ წინააღმდეგ. მოქალაქეთა ნაწილისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა უკვე მოხერხდა, თუმცა 35 000 აბონენტი შესაძლოა, 8 იანვრამდე დარჩეს ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. გერმანიის ბურგომისტრმა, კაი ვანგერმა მომხდარს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე უკიდურესად მძიმე თავდასხმა უწოდა.
მისივე განცხადებით, საბოტაჟის შედეგად ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. განსაკუთრებით ეს ეხება საავადმყოფოებში მყოფ პაციენტებს. ვაგნერის თქმით, ანტიკრიზისული შტაბი გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობს, რათა ბერლინის მოქალაქეები ელექტროენერგიითა დროულად იყვნენ უზრუნველყოფილი.

