გაეროში რუსეთის ელჩმა აშშ-ს ნიკოლას მადუროს გათავისუფლებისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ვაშინგტონის ქმედებებმა შესაძლოა „კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის“ ახალ ეპოქას ჩაუყაროს საფუძველი. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„თავდასხმა ვენესუელის ლიდერზე… გახდა იმის წინამორბედი, რომ ბრუნდება უკანონობისა და აშშ-ის მხრიდან ძალისმიერი დომინირების ეპოქა“, – განაცხადა ვასილი ნებენზიამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
„ვაშინგტონი ქმნის ახალ იმპულსს ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმისთვის, რაც არაერთხელ და გადამწყვეტად იყო დაგმობილი და უარყოფილი ამ რეგიონის ხალხებისა და მთლიანად „გლობალური სამხრეთის“ მიერ“, – დასძინა მან.
კომენტარები

