გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ვენესუელის ელჩმა გაეროში, სამუელ მონკადამ აშშ-ის ქმედებები ვენესუელაში დაახასიათა, როგორც „არალეგიტიმური შეიარაღებული თავდასხმა ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე“.
მონკადამ დასძინა, რომ „არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება, საკუთარი თავი მსოფლიო წესრიგის მოსამართლედ, მხარედ და აღმსრულებლად გამოაცხადოს… ვენესუელა ამ თავდასხმის მსხვერპლი მისი ბუნებრივი რესურსების გამო გახდა“.
კომენტარები

