ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პროექტი „მზისკარი” შეაჯამა.
პროექტის მონაწილეებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეხმარება ცნობადობის, მომსახურების ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში.
პოპულარიზაცია ხდება სოციალური მედიითა და ციფრული კამპანიებით.„მზისკარის“ მონაწილეებს ასევე აქვთ წვდომა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სპეციალურ პირობებზე.
„გარდა იმისა, რომ გასტრონომია არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, ისინი ქართული კულტურის, სუფრისა და მასპინძლობის ტრადიციას აცნობენ სტუმრებს. უკვე 15 მონაწილე გვყავს. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის განვითარებისთვის, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისას“, – აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
კომენტარები

