აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
“თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში საშობაო ლიტურგიას დავესწარი, რომელიც ტაძრის წინამღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ აღავლინა.
შობა თითოეული ჩვენგანისთვის იმედის, სიყვარულისა და ერთობის დღეა. ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე განსაკუთრებით ვლოცულობთ საქართველოს მშვიდობისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის და თითოეული თანამემამულის ღირსეული მომავლისთვის.
ვულოცავ სრულიად საქართველოს ქრისტეშობას, ვუსურვებ მშვიდობასა და სულიერ სიმტკიცეს. გვწამს, რომ რწმენით, ერთობითა და მოთმინებით შევძლებთ უკეთესი მომავლის აშენებას”, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.








კომენტარები

