საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარიზის სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას, რომ აშშ-ის მიერ ფრანგი მოსამართლეების დასანქცირება ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელი ჩარევა იქნება, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„რას არ გაიგებს კაცი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.
ცნობისთვის, გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავდა სანქციების დაწესებას პარიზის სასამართლოს იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გასული წლის მარტში მარინ ლე პენს განაჩენი გამოუტანეს.

კომენტარები

